საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია ,,ტრანსიბერიატრანზიტი" არის ერთ-ერთი მოწინავე ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 2000 წლიდან წარმატებით ახორციელებს ტვირთების გადაზიდვა-ექსპედირებას საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტით.

მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს შვილობილ კომპანიებთან ჩერნომორსკში (უკრაინა) და აქტაუში (ყაზახეთი), ვაგონმფლობელებთან, ტვირთმფლობელებთან და საზღვაო გადამზიდავებთან, წარმატებულად ვეწევით ლოჯისტიკურ საქმიანობას TRACECA (ტრასეკას) სატრანსპორტო დერეფანში; დსთ -ს, ბალტიისა და მსოფლოს სხვა ქვეყნებთან.

კომპანია ,,ტრანსიბერიატრანზიტი"-ს უნივერსალური საბაჟო ტერმინალი მდებარეობს საპორტო ქალაქ ფოთში და უზრუნველყოფილია საკუთარი 40 ფუტიანი საკონტეინერო პარკით, თანამედროვე ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სპეციალური ტექნიკითა და შესაბამისი ინფრასტუქტურით ( საწყობი, სარკინიგზო ხაზები, სამაგრი მასალების დასამზადებელი საამქრო და ა.შ ) ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას გადავჭრათ და შევასრულოთ ჩვენი პარტნიორების ყველაზე ძნელი ლოჯისტიკური მოთხოვნები.

კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი თანამშრომლები უზრუნველყოფენ საიმედო და მაღალხარისხიან სერვისს.

,,ტრანსიბერიატრანზიტი"-ს არჩევით თქვენ შეიძენთ საიმედო პარტნიორსა და ერთგულ მეგობარს!

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას!

კომპანიის დევიზია - ,,პროფესიონალიზმი. ოპერატიულობა. წესიერება ."

ხშირად დასმული კითხვები

კითხვა #1

პასუხი #1

კითხვა #2

პასუხი #2